ჩვენს შესახებ
კომპანია აუთსორს მენეჯმენტ ჯგუფი წარმოადგენს ფართო მიმართულების სარეკლამო მომსახურეობის კომპანიას რომლის მეშვეობით ნებისმიერი სირთულის, ინოვაციური იდეის რეალობად გადაქცევაა შესაძლებელი. ჩვენი კომპანია აერთიანებს პროფესიონალების გუნდს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას, მომხმარებელთა რაოდენობის და კმაყოფილების ზრდას.
ჩვენი მიზანია, კომპანიებში თანამედროვე ციფრული სერვისების, მარკეტინგული აქტივობებისა და სწორი სტრატეგიის დანერგვის გზით, გავზარდოთ კომპანიების კონკურენტუნარიანობა, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.
ჩვენ ვმუშაობთ ინტერნეტისა და ინფორმაციული ბიზნესის პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვეხმარებით კომპანიებს მარკეტინგული სტრატეგიების სწორად შემუშავებასა და განხორციელებაში, თანამედოვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და მართვაში.
