პროგრამის შესახებ

Om - Group -ის ვებ-გვერდების დაფინანსების პროგრამა წარმოადგენს Eurasian economic development fund-ის დახმარებით ბიზესის განვითარებისთვის საიტების ღირებულების 70 %-ის დაფინანსებას.
პროგრამა მოიცავს როგორც საინფორმაციო და საიმიჯო საიტებს, ასევე ონლაინ მაღაზიებს.

მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს რომელსაც წლის განმავლობაში აქვს არაუმეტეს 3 მილიონი ლარის შემოსავალი.

პროგრამის უპირატესობები

პროგრამა ხარჯვის დადასტურებისა და შედეგის მაქსიმალიზაციისთვის ითვალისწინებს პარტნიორი ორგანიზაციების ჩართვას საიტის შექმნის პროცესში, რაც ერთი მხრივ უზრუნველყოფს პროფესიონალური საიტის აწყობას, ხოლო სხვა მხრივ სრულად ერგება თქვენს საჭიროებებს . ამასთან ერთად, პარტნიორი ორგანიზაცია გთავაზობთ საიტის აწყობის ექსკლუზიურ, შეღავათიან ფასს, რის 30%-საც იხდის პროექტის ბენეფიციარი, ხოლო 70%-ს ევრაზიის ეკონომიკისა და განვითარების ფონდი.

სასურველი დიზაინი

სასურველი ფუნქციონალი

სამომხმარებლო ტესტირება

საიტის ოპტიმიზაცია

ფუნქციონალი

საიტის ფუნქციონალის თითოეული დეტალი თანხმდება პროექტის ბენეფიციართან და შემდეგ ხდება მისი საიტზე ინტეგრაცია.

ვალიდაცია

საიტის დასრულების შემდეგ ხდება მისი სამომხმარებლო ტესტირება და რეკომენდაციების განსაზღვრა, რასაც დეველოპმენტის გუნდი ითვალისწინებს და საიტს მეტად მორგებულს და სრულყოფილს ხდის. მოცემული სერვისი ბენეფიციარისთვის სრულიად უფასოა.

ხშირად დასმული კითხვები

საგრანტო კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება, პირველ ეტაპზე უნდა შეავსოთ საიტზე "om-group,ge" არსებული მარტივი სააპლიკაციო ფორმა, რის შემდეგაც საგრანტო კომისია განიხილავს თქვენს განაცხადს და დაგიკავშირდებათ დამატებითი დეტალების გასარკვევად. შემდეგი ეტაპი გასაუბრება და სრულყოფილი პროექტის მომზადებაა, სადაც უნდა დასაბუთდეს თქვენი საიტის საჭიროება, მიზნები და განისაზღვროს ბიუჯეტი. პროექტის მესამე ეტაპი გამარჯვებულების გამოვლენას და აქტიურ სამუშაო პროცესს ითვალისწინებს. 

დაფინანსების თანხა ( საიტის ღირებულების 70% ) გამარჯვების შემთხვევაში გადაირიცხება დეველოპმენტის გუნთან.

ბიზნესის მიმართულებები შეზღუდული არ არის და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებ ნებისმიერ ბიზნეს მიმართულებას, თუმცა არსებობს პრიორიტეტული მიმართულებები ( ქალი მეწარმეები, რეგიონული ბიზნესები და ა.შ. ) 

რეგისტრაცია


კონტაქტი

კითხვების შემთხვევაში მოგვწერთ : info@om-group.ge