შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული აკრედიტებული პროგრამა

პროგრამის მიზანი:

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მოამზადოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და მოახდინოს მისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, ორგანიზაციაში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

პროგრამა შედგენილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)  მიერ აკრედიტებული  პროგრამისა (EOSH) და ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

პროგრამის სამიზნე ჯგუფი:

შრომის უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული პირები, შრომის უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებული პირები, რომელთაც სურთ შრომის უსაფრტხოების აკრედიტებული სპეციალისტის კვალიფიკაციის მინიჭება.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება

მსმენელს პროგრამის დასრულებისას:

  • აქვს სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში;
  • იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;
  • შეუძლია შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები;
  • შეუძლია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სასწავლო მოდულები:

შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში;

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”;

„შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;

ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით ;

საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში;

საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება და მართვა;

საწარმოო უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება;

პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი;

ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება;

ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები;

საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები;

ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები;

შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები;

მზომი ხელსაწყოები და მათი გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევები;

უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები  სამუშაო სივრცეში;

გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება,

საევაკუაციო გეგმა;

გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში;

ტვირთის გადატანა;

სიმაღლეზე მუშაობა;

აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები;

შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას;

ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები;

სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა;

პირველადი სამედიცინო დახმარება;

შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში;

შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში;

შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში;

შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში და საოფისე საქმიანობისას;

შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში;

 

სწავლების განმახორციელებელი პირები:

ზურაბ ჩხეიძე – შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შრომის უსაფრთხოების ტრენერი/ექსპერტი, შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ აკრედიტებული ტრენერი   

გიორგი დონდუა – შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტორი (BUREAU VERITAS), საერთაშორისო გერმანული სასერტიფიკაციო ორგანიზაციის (TUV SUD) შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის OSHMS ISO 45001/18001 ლიდერი აუდიტორი, შრომის უსაფრთხოების ტრენერი, შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ აკრედიტებული ტრენერი;

ხათუნა ჩომახიძე – აკადემიური დოქტორი, სტუ ასოცირებული პროფესორი, კონსულტანტი, ტრენერი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი შრომის უსაფრთხოების საკითხებში, შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ აკრედიტებული ტრენერი;

გენადი კვერენჩხილაძე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრის პროფესორი; შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ აკრედიტებული ტრენერი;  

ნიკოლოზ აბუთიძე – შრომის სამართლის ექსპერტი/ტრენერი

თაჯირ მამედოვი – კომპანია UNIX DEVELOPMENTIS შრომის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი მენეჯერი  – შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ აკრედიტებული ტრენერი.

ვიქტორ დოლიძე – შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შრომის უსაფრთხოების ტრენერი/ექსპერტი, შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ აკრედიტებული ტრენერი;  

გიორგი ჩიჩუა – შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ პირველადი გადაუდებელი დახმარების აკრედიტებული ტრენერი;

ივერი მაისურაძე – შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ აკრედიტებული ტრენერი;  

ლევან ნატროშვილი – შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების აკრედიტებული ტრენერი;

ეკა ცხვარიაშვილი – სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის მიმართულების აკრედიტებული ტრენერი.

კურსის ფარგლებში პრაქტიკული სწავლების განხორციელება მოხდება შემდეგ ორგანიზაციებში:

  • შპს ტიფლისი;
  • შპს ვაგონმშენებელი კომპანი;
    შპს ავერსი-რაციონალი;
  • შპს ავერსის კლინიკა;
  • შპს ემბავუდი;
  • შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ალმა მატერი;

სწავლების განხორციელების დრო და ხანგრძლივობა

პროგრამის ხანგრძლივობა – 3 თვე

დაწყების თარიღი -7 ივლისი (შესვენება 4 აგვისტოდან – 25 აგვისტოს ჩათვლით)

განრიგი:  ხუთშაბათი პარასკები 18:30სთ-დან – 22:00სთ-მდე, შაბათი 10:00 – 14:00

სწავლება განხორციელდების ადგილი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, მის: 0159, საქართველო, ქ. თბილისი, (აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ) ირინა ენუქიძის #3

პროგრამის საფასური

პროგრამის საფასური შეადგენს 1400 ლარს

დამატებით

კურსის ფარგლებში მონაწილეებს გადაეცემათ ყველა  საჭირო მასალა და სახელმძღვანელოები, ელექტრონული და ბეჭდური სახით.

საკონტაქტო პირი

მარიამ სიხარულიძე

+995 599 548010

ელ-ფოსტა: info@om-group.ge  

 

პროგრამაზე რეგისტრააცია გთხოვთ, გაიაროთ შემდეგ ბმულზე

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeEpDwrVMJ06zIljYXuBnAilj0U7-xVI-FGiIwQL6tbZ3SOgw/viewform